პროექტის
სახელწოდება: წიგნიერების უნარის განვითარება.
პროექტის
მთავარი იდეა: მოსწავლეებისთვის
წიგნის, როგორც ცხოვრების მეგზურის, სიყვარულის შთაგონება.
პროექტის
აქტუალობა: მოსწავლეებში წიგნიერების
უნარის განვითარება დღევანდელ დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს, ვინაიდან თანამედროვე
ტექნოლოგიებმა წიგნი ერთგვარად ყურადღების მიღმა დატოვა. ნათელია, რომ წიგნი არ არის
მხოლოდ ინფორმაციის წყარო, რაც იოლად და სწრაფად შეიძლება ადამიანმა ინტერნეტის საშუალებით
მოიპოვოს. წიგნის არსი ხომ გაცილებით უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ინფორმაცია, მაგრამ
ეს ერთი შეხედვით მარტივი დებულება ჩვენი მოსწავლეებისთვის გასაგები და მისაღები რომ
გავხადოთ, დიდი ძალისხმევა გვჭირდება. იმ უნარებიდან, რაც პედაგოგმა მოსწავლეს უნდა
გამოუმუშავოს, ერთ-ერთი სასიცოცხლო უნარი სწორედ რომ წიგნიერების უნარია.
პროექტის
მიზნები: პროექტის მიზანი
უპირველესად წიგნისა და მოსწავლის დაახლოვებაა. პროექტის ფარგლებში ბავშვები მიეჩვევიან
გუნდურ მუშაობას, დაიხვეწება მათი საკუთარი აზრის გამოხატვის, დაცვისა და სხვისი აზრის
პატივისცემის უნარი.
მონაწილეთა
ასაკი: 15, 16, 17 წლის მოსწავლეები.
ხანგრძლივობა: 3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: შეჯიბრებითობის განცდისა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში
ისინი უფრო ხშირი სტუმრები გახდებიან სკოლის სამკითხველო დარბაზის, უფრო ახლოს მივლენ
ლიტერატურასთან და ჩამოიყალიბებენ წიგნიერების უნარს, ბიბლიოთეკაში შემცირდება ,,მოწყენილი“ და ხელუხლებელი წიგნების რაოდენობა, ხოლო ჭერზე
გაიზრდება ფერად-ფერადი დროშების რიცხვი. მოსწავლეები აქტიურად ითანამშრომლებენ მასწავლებლებთან,
ბიბლიოთეკართან, დირექციასთან და სასკოლო ცხოვრების აქტიური წევრები გახდებიან.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნების
დიდი არჩევანი სკოლის ბიბლიოთეკაში, ფერადი ქაღალდები, საპრიზო წიგნები, კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის
მსვლელობა: პროექტის ხელმძღვანელი
პროექტის პრეზენტაციას გააკეთებს (ტექნოლოგიების დახმარებით) უფროსკლასელებისათვის. სკოლაში
თითოეული კლასი აირჩევს საკუთარ ფერს და დამზადდება ამ ფერის პატარა დროშები. მოსწავლეები
აქტიურად ითანამშრომლებენ სკოლის ბიბლიოთეკართან, რომელიც მათ შეურჩევს ლიტერატურას
ასაკისა და ინტერესების მიხედვით. თითოეული წიგნის წაკითხვის შემდეგ მოსწავლე ერთგვარ
გასაუბრებას გაივლის წინასწარ შემდგარი კომისიის წევრებთან (ბიბლიოთეკარი, 2-3 მასწავლებელი),
ანუ მოხდება აზრთა გაზიარება ამათუიმ წიგნის თაობაზე და ერთი დროშა ბიბლიოთეკის ჭერზე
დაიკიდება. (1 წიგნი - 1დროშა). გამარჯვებული იქნება კლასი, რომელიც უფრო მეტ დროშას
მოაგროვებს. მოსწავლეების მოტივაცია უფრო მეტი წიგნი წაიკითხონ და ასახელონ თავიანთი
კლასი, ძალიან გაიზრდება. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვები ერთმანეთს წაახალისებენ,
აქტიურად ჩაერთონ პროექტში. დროშები ყველასთვის დასანახ ადგილას იქნება, რათა მოსწავლეებმა
შეძლონ დაკვირვება, თუ რომელი კლასი ლიდერობს.
პროექტი გაგრძელდება 3 თვეს და სკოლას ეყოლება
გამარჯვებული კლასი დროშების რაოდენობის მიხედვით შემოდგომის, ზამთრისა და გაზაფხულის
სეზონებზე. წელიწადში ამ კონკურსის 3-ჯერ მოგების შანსი გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას
და ისინი მათთვის შეუმჩნევლად, ბუნებრივად გახდებიან წიგნის უახლოესი მეგობრები. გამარჯვებული
კლასის მოსწავლეები დასაჩუქრდებიან მათი საყვარელი (გამოკითხვის შედეგად დადგინდება)
წიგნებით, რომლებსაც სკოლა შეიძენს.
პროექტის
ხელმძღვანელი: თამარ
კალაძე.
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: kaladze.tamari@gmail.com