ქ. თბილისის
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა პროექტი „ჩვენ
ერთმანეთს ვეკუთვნით“. პროექტში ჩართული მოსწავლეეები ონლაინ პლატფორმის დახმარებით
უცხოელ თანატოლებს აწვდიდნენ ინფორმაციას ქართული კულტურის შესახებ, ეცნობოდნენ სხვადასხვა
ქვეყნის ტრადიციებს, კითხულობდნენ საგაზეთო სტატიებს კულტურის თემაზე, მუშაობდნენ პოსტერებსა
და პრეზენტაციებზე.
პროექტის ფარგლებში სკოლამ წარმატებით ითანამშრომლა მშვიდობის კორპუსთან საქართველოში.
ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მშვიდობის დამყარების, ტექნიკური დახმარების, ამერიკული
კულტურის გაზიარების, ინგლისური ენის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, განათლების შესაძლებლობებისადმი
ხელმისაწვდომობის კუთხით. სკოლას ეწვია ამერიკელი
მოხალისე მასწავლებელი კოლორადოს შტატიდან
- ქალბატონი ჩელსი ოუჰეა. მოსწავლეებმა მას გააცნეს ქართული წეს-ჩვეულებები და ღირსშესანიშნაობები,
დაუსვეს კითხვები ამერიკული კულტურის შესახებ, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, მოსწავლეებმა
უცხოელი სტუმარი ქართული სუვენირებით და ტკბილეულით დაასაჩუქრეს.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენს მოსწავლეებს კიდევ არაერთხელ ექნებათ ინგლისურენოვან პედაგოგებთან
შეხვედრის შესაძლებლობა ენობრივი უნარების განვითარებისა და კულტურული ღირებულებების
გაზიარების მიზნით.
No comments:
Post a Comment