Saturday, August 8, 2026
Thursday, October 21, 2021
Wednesday, June 2, 2021
Friday, April 9, 2021
პროექტი ,,კალმის მეგობრები''
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის #51 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ პროექტში ,,კალმის მეგობრები''. ინგლისურ ენაში კომპლექსური დავალების პროდუქტი - წერილები კალმის მეგობრებისთვის, პროექტის ,,კალმის მეგობრები'' ნაწილად ვაქციეთ და გავუგზავნეთ თანატოლებს #186 საჯარო სკოლაში. მოუთმენლად ველოდებით მათგან პასუხებს.
პროექტი ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილის წერის ტრადიციის აღდგენასა და დამკვიდრებას, წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაციას.
Tuesday, March 17, 2020
Tuesday, May 21, 2019
სასწავლო
პროექტი ,,ყველაფერი ინგლისური ენის სამსახურში’’
სასწავლო პროექტი ,,ყველაფერი ინგლისური ენის სამსახურში’’დაიგეგმა
და წარმატებით განხორციელდა თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლის
VI კლასის
მოსწავლეებთან, 2018-19 სასწავლო წლის მაისის თვეში.
პროექტის
ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: მოსწავლეებმა უყურეს
ინგლისურენოვან მულტფილმებს (ტიტრებით და ტიტრების გარეშე, გამომდინარე ენობრივი სირთულიდან);
აქტიური მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში, ერთმანეთს
გაუზიარეს შთაბეჭდილებები ნანახი ფილმების შესახებ; პროექტის ფარგლებში მოსწავლეები
უსმენდნენ მათთვის საყვარელ მუსიკალურ ნომრებს, მაგრამ შინაარსის გაგებისა და ცოდნის
პასუხისმგებლობით (ამოიწერეს, ამობეჭდეს სიმღერის ტექსტები); მოსწავლეები ასევე სოციალური
ქსელებით სარგებლობისას აღმოჩენილ ენობრივ მასალას უზიარებდნენ მეგობრებს; თავს უყრიდნენ
ქალაქში სხვადასხვა ობიექტებზე ინგლისურ ენაზე გაკეთებულ წარწერებს და თარგმნიდნენ
მათ. პროექტის ფინალური ეტაპისთვის მოსწავლეებმა მოაგროვეს ტკბილეული ინგლისური წარწერებით
და შექმნეს პლაკატი (ტექსტითა და ტკბილეულზე
გაკეთებული ინგლისურენოვანი წარწერებით).
პროექტის მონაწილეები მიხვდნენ, რომ ინგლისური ენის სწავლა სახელმძღვანელოებისა
და სტანდარტული საგაკვეთილო პროცესის პარალელურად მრავალმხრივ შეიძლება, თუ ყოველივეს,
რაც რეალურ სამყაროში გვხვდება, ,,ინგლისური ენის სამსახურში ჩავაყენებთ“.
Tuesday, April 23, 2019
''We belong to each other''
ქ. თბილისის
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა პროექტი „ჩვენ
ერთმანეთს ვეკუთვნით“. პროექტში ჩართული მოსწავლეეები ონლაინ პლატფორმის დახმარებით
უცხოელ თანატოლებს აწვდიდნენ ინფორმაციას ქართული კულტურის შესახებ, ეცნობოდნენ სხვადასხვა
ქვეყნის ტრადიციებს, კითხულობდნენ საგაზეთო სტატიებს კულტურის თემაზე, მუშაობდნენ პოსტერებსა
და პრეზენტაციებზე.
პროექტის ფარგლებში სკოლამ წარმატებით ითანამშრომლა მშვიდობის კორპუსთან საქართველოში.
ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მშვიდობის დამყარების, ტექნიკური დახმარების, ამერიკული
კულტურის გაზიარების, ინგლისური ენის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, განათლების შესაძლებლობებისადმი
ხელმისაწვდომობის კუთხით. სკოლას ეწვია ამერიკელი
მოხალისე მასწავლებელი კოლორადოს შტატიდან
- ქალბატონი ჩელსი ოუჰეა. მოსწავლეებმა მას გააცნეს ქართული წეს-ჩვეულებები და ღირსშესანიშნაობები,
დაუსვეს კითხვები ამერიკული კულტურის შესახებ, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, მოსწავლეებმა
უცხოელი სტუმარი ქართული სუვენირებით და ტკბილეულით დაასაჩუქრეს.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენს მოსწავლეებს კიდევ არაერთხელ ექნებათ ინგლისურენოვან პედაგოგებთან
შეხვედრის შესაძლებლობა ენობრივი უნარების განვითარებისა და კულტურული ღირებულებების
გაზიარების მიზნით.
Wednesday, April 17, 2019
საერთაშორისო პროექტი ’’Global Scholars’’
ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლაში წარმატებით ხორციელდება საერთაშორისო პროექტი ’’Global Scholars’’. ’’Global Scholars’’ არის ციფრული გაცვლითი პროგრამა 10/13 წლის მოსწავლეებისთვის. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი ბავშვები და მათი მასწავლებლები კომპიუტერებით აღჭურვილ ოთახში ატარებენ გაკვეთილებს და ელექტრონული პლატფორმის საშუალებით უკავშირდებიან პროექტის სხვა მონაწილეებს. სამუშაო ჯგუფის მიერ წინასწარ დადგენილი კურიკულუმის ფარგლებში მოსწავლეები ასრულებენ მრავალფეროვან დავალებებს: აკეთებენ პრეზენტაციებს, იღებენ ვიდეო რგოლებს, ქმნიან პოსტებს, ერთვებიან დისკუსიაში, მონაწილეობენ ვიდეო კონფერენციებში. პროექტი ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, უვითარებს მათ კრეატიულ აზროვნებას, უყალიბებს თანამედროვე ენობრივ და კომპიუტერულ უნარებს.
პროექტს ხელმძღვანელობს ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ კალაძე. 2019 წლის იანვრის თვეში მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუიორკში გამართულ სიმპოზიუმზე მას ქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პროექტში ჩართულ პედაგოგებს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. სამუშაო შეხვედრაზე მოხდა შეხედულებების, გამოცდილების, სამოქმედო გეგმების, მიღწევებისა და გამოწვევების გაზიარება.
თამარ კალაძემ კოლეგებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლაში განხორციელებული პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. ორგანიზაცია ’’Global Cities” დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა - ქალბატონმა მერჯორი ტაივენმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, რათა ადგილზე გაეცნოს პროექტის მიმდინარეობას. ასევე დაიგეგმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრების მომზადება და განხორციელება საქართველოს სხვადასხვა სკოლებში პროექტის პოპულარიზაციის მიზნით. სამუშაო შეხვედრებს უხელმძღვანელებს თამარ კალაძე.
Sunday, April 7, 2019
Thursday, May 3, 2018
გურჯაანის #2 საჯარო სკოლაში ჩატარებული კვლევა სადოქტორო თემის ფარგლებში
ექსპერიმენტი
(პირველი ეტაპი
- დაკვირვება-ანალიზი, მეორე ეტაპი - გრძელვადიანი ექსპერიმენტი)
ინგლისური ენის მასწავლებელთა დამოკიდებულება ფრაზეოლოგიური ერთეულების როლზე ლექსიკის სწავლების პროცესში
2015-2016 სასწავლო წელს შეირჩა სამიზნე ჯგუფი - გურჯაანის რაიონის 10 სკოლის (ქ. გურჯაანის #1 საჯარო სკოლა, ქ. გურჯაანის #2 საჯარო სკოლა, ქ. გურჯაანის #3 საჯარო სკოლა, ქ. გურჯაანის გიმნაზია, სოფ.გურჯაანის საჯარო სკოლა, სოფ. ვეჯინის საჯარო სკოლა, სოფ. ახაშნის საჯარო სკოლა, სოფ. ჩუმლაყის საჯარო სკოლა, სოფ. მუკუზნის საჯარო სკოლა, სოფ. ჭანდრის საჯარო სკოლა, სოფ. ბაკურციხის საჯარო სკოლა) 25 ინგლისური ენის მასწავლებელი და ჩატარდა გამოკითხვა წინასწარ შემუშავებული კითხვარის საშუალებით. (იხ. კითხვარის ფორმა).
გამოკითხვის მიზანი იყო დაგვედგინა, რამდენად ექცეოდა ინგლისური ფრაზეოლოგიური ფონდი მათი, როგორც პედაგოგების, ყურადღების ცენტრში; რამდენად ხშირად მიმართავდნენ მათი გამოყენების ხერხს მოსწავლეების ლექსიკური მარაგის გამდიდრებისას; რომელ მეთოდს იყენებდნენ უფრო ხშირად - თარგმანს თუ დეფინიციას; ითვალისწინებდნენ თუ არა ფრაზეოლოგიზმების დიდი დოზით არსებობას დამატებითი საკითხავი ლიტერატურის შერჩევისას, რამდენად ითვალისწინებდნენ მოსწავლეების ასაკს და ენის ცოდნის დონეს მხატვრული ლიტერატურის შერჩევისას.
კვლევის
დროს გამოყენებული კითხვარი:
Questionnaire for EFL teachers
კითხვარი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის
1.
How often do you read scientific researches and methodical materials concerning
teaching vocabulary?
/რამდენად ხშირად ეცნობით სამეცნიერო კვლევებსა და მეთოდოლოგიურ ლიტერატურას ლექსიკის სწავლებასთან დაკავშირებით?
a) Never/არასდროს
b) Seldom/იშვიათად
c) Frequently/ხშირად
d) Always/ყოველთვის
2.
How often do you teach phraseological units? (Age 12-14?)/ რამდენად
ხშირად ასწავლით ფრაზეოლოგიურ ერთეულებს? (ასაკი 12-14 წელი)
a) Never/არასდროს
b) Seldom/იშვიათად
c) Frequently/ხშირად
d) Always/ყოველთვის
3.
How often do you teach phraseological units? (Age 15-17?)/ რამდენად ხშირად ასწავლით ფრაზეოლოგიურ ერთეულებს? (ასაკი 15-17 წელი)
a) Never/არასდროს
b) Seldom/იშვიათად
c) Frequently/ხშირად
d) Always/ყოველთვის
4.
Have you ever highlighted phraseological units in course
book texts or extensive reading stories while teaching?/სწავლების
დროს ოდესმე თუ გაგიმახვილებიათ ყურადღება ფრაზეოლოგიურ ერთეულებზე სკოლის სახელმძღვანელოში
ან დამატებით საკითხავ მოთხრობებში?
a) Yes/კი
b) No/არა
5.
Have you ever discussed the main advantages and obstacles of
teaching phraseological units with your colleagues? / ოდესმე
თუ გიმსჯელიათ ფრაზეოლოგიური ერთეულების სწავლების უპირატესობებსა და სირთულეებზე (დაბრკოლებებზე) თქვენს
კოლეგებთან?
a) Yes/კი
b) No/არა
6.
Have you ever recommended a book rich in phraseological
units for home reading to your students? / ოდესმე თუ მიგიციათ
რჩევა თქვენი მოსწავლეებისთვის დამატებით საკითხავ მასალად აეღოთ ფრაზეოლოგიური ერთეულებით
მდიდარი წიგნი?
a) Yes/კი
b) No/არა
7.
Are you interested in new teaching methods of phraseological
units? / ხართ დაინტერესებული ფრაზეოლოგიური ერთეულების სწავლების
ახალი მეთოდებით?
a) Yes/კი
b) No/არა
8.
Do you consider
teaching vocabulary challenging? If yes, what are the ways, methods, efforts
you use to deal with it? / თვლით, რომ ლექსიკის
სწავლება გამოწვევაა მასწავლებლისთვის? თუ კი, რა
გზებს, მეთოდებს, მცდელობებს
იყენებთ, რათა
თავი გაართვათ მას?
……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………
შევსებული კითხვარების ანალიზმა მოგვცა შემდეგი
დასკვნების გაკეთების საშუალება:
მასწავლებელთა 40 % ხშირად და თითქმის
ყოველთვის ეცნობა სამეცნიერო კვლევებსა და ახალ მეთოდოლოგიურ ნაშრომებს ლექსიკის სწავლების
შესახებ, მხოლოდ 60 % იშვიათად ან საერთოდ არ ეცნობა სიახლეებს ამ კუთხით.
პედაგოგების
80% რთულ პროცესად მიიჩნევს ფრაზეოლოგიური ერთეულების სწავლებას 12-14 და 15-17 წლის ასაკში
და ცდილობს, არ გაამახვილოს ყურადღება მათზე.
მასწავლებელთა ნახევარზე მეტი აქტიურად
საუბრობს კოლეგებთან ფრაზეოლოგიური ერთეულების სწავლების პრობლემებსა და აქტუალობაზე.
პედაგოგების 70 % არასდროს მიუცია
რჩევა მოსწავლეებისთვის დამატებით საკითხავ მასალად ფრაზეოლოგიური ერთეულებით მდიდარი
ლიტერატურა ერჩიათ.
პედაგოგთა 100 % დაინტერესებულია,
გაეცნოს ახალ მეთოდებს ფრაზეოლოგიური ერთეულების სწავლების შესახებ და ეს ლექსიკის
სწავლების სამსახურში ჩააყენოს.
საინტერესოა ის, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებას უმთავრეს გამოწვევად თვლის და ამის
დასაძლევად მიმართავს კოლეგებთან კონსულტაციებს
და ლიტერატურის გაცნობას, რაც მისასალმებელია.
მასწავლებლები მზად
არიან კოლეგებთან ერთად მუშაობისთვის ამ პრობლემის გადასაჭრელად. პრობლემის გადაჭრის ეფექტურ მეთოდად რესპოდენტები თანამედროვე
მიდგომების, ლიტერატურისა და მეცნიერული
კვლევების გაცნობას ასახელებენ.
ექსპერიმენტი
საექსპერიმენტოდ შეირჩა ორი კლასი _ ქ. გურჯაანის #1 და ქ. გურჯაანის #2 საჯარო სკოლების VIII კლასები. კვლევამდე ჩავატარეთ ტესტირება, რომელიც მოსწავლეების ლექსიკურ მარაგს ამოწმებდა, რათა ნათელი სურათი შექმნილიყო კლასებში ენის ცოდნის დონის შესახებ.
ექსპერიმენტში
გამოყენებული ტესტები:
1.Complete the gaps. Use each word in the box once.
Ancient
old archeologist of
Cairo ruins more
the these not
out an made
shocked was murdered
for came to
tell
1. Salahadin was
an………………………….. police inspector. He worked ……….. the
Department…………….Antiquities in …………………………… .
2. Many archeologists………………….
to Egypt. They studied the…………………………..and tombs of…………………………Egypt. These ruins
were………………. than two thousand years old.
3. All archeologists had
…………… go to …….. Department of Antiquities. They had to……………………….. inspector Salahadin about their work. They
could ……………. take Egyptian antiquities………………… of the country.
4. Many of……………. Antiquities
were very valuable. There was……………… international black market in stolen
antiquities.
5. The Black Cat of Ankuten
…………………… very valuable. People through it were …………………… Of gold and diamonds.
6. Pearson was
an………………………………………………………. He found the Black Cat………………. He took it to the Nile
Hotel.
7. Pearson was
………………………………………………….. and the Black Cat was stolen.
2.Complete
the gaps. Use each word in the box once.
Foreigner
talked found driver
carrying hotel near
station followed Arabic
did boat sailed
tomb contained statue
why carrying
1. At first, Inspector
Salahadin ………………………….not know……………….. pearson was murdered. He………………………… to the
hotel staff. Two porters ……………………. That Pearson was ……………………….. seven boxes. But Salahadin ……………………………… only
six boxes in Pearson’s ……………………………………………… room.
2. A taxi…………………………………….. had
picked up a foreigner………………. the hotel. The foreigner was……………………………………… a
heavy box. The taxi driver took the………………………………………………………. to the
railway……………………………………… . He said that the foreigner spoke ………………… with a
Lebanese accent.
3. Salahadin thought that the
foreigner had gone to Alexandria. A boat, called The Sudan, ………………………………………..
to Beirut that evening. A second ………………………,called The Syria, sailed to Athens.
4. What was in the box?
Pearson left notes about the
……………………………………. of Pharaoh Ankuten. Ankuten had loved black cats.
Salahadin thought that the box ………………………………. a statue of a cat. It was a
Pharaoh’s statue. It was very valuable.
5. The foreigner, called
Borkman, went to Beirut. Salahadin ………………….
on TheSyria from Athens to
Venice.
3.Look at the words and phrases in the left-hand
column below and match them with the correct definitions in the right-hand
column:
1.
faded-looking a) old and twisted in lines
2.
musty b) too old or
too old-fashioned to be useful
3.
worm-eaten c) old and no longer in good condition
4. lime-stained
d) something looks
like this when its colour gradually becomes pale
5. decrepit
e) smelling
unpleasant and not fresh
6. antiquated f) full of
holes made by worms
7. gnarled g) with marks made by a white substance
that is used for making
cement
8. spongy h) if something does this, liquid or gas comes out of
it
9. leak i) with a surface that sinks when you push it, then
returns to its original
shape
4.Complete these sentences with the correct form of
the words and expressions above:
1. When
it rains, the roof……………..and leaves pools of water on the floor.
2. Those
curtains used to be a much darker colour but they are………………………no from the sun.
3. The
attic has been closed for years and it smells very………….. .
შემდგომში, ძირითად სახელმძღვანელოსთან ერთად დამატებით საკითხავ მასალად შეირჩა ირვინ შოს მოთხრობები, რომლებიც გამოირჩევა ინგლისურენოვანი ფრაზეოლოგიური ერთეულების/მარგალიტების საკმაოდ დიდი მარაგით.
ექსპერიმენტის დაწყებამდე საექპერიმენტო კლასის პედაგოგს გავაცანით ფრაზეოლოგიური ერთეულების სწავლების სტრატეგიები, აქტივობების
ჩამონათვალი და ლექსიკური მარაგის შესამოწმებელი ტესტების ნიმუშები.
როგორც
საექპერიმენტო, ისე საკონტროლო ჯგუფში მონაწილე პედაგოგები პასუხისმგებლობითა
და დიდი ინტერესით შეუდგნენ სწავლებისა და ნაყოფიერად თანამშრომლობის პროცესს.
ექსპერიმენტის განმავლობაში
მიმდინარეობდა პროცესის მონიტორინგი და შედეგების შემდგომი გადამუშავება.
სემესტრის ბოლოს ჩატარებულმა ტესტირებამ,
რომელიც ამოწმებდა ლექსიკურ
დონეს და მაქსიმალურად თავისუფალი იყო სახელმძღვანელოების ზეგავლენისაგან,
შემდეგი შედეგი აჩვენა:
მოსწავლეების
(ქ.გურჯაანის #1 საჯარო სკოლის VIII კლასი) ქულების საერთო პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალი
იყო, ვიდრე მოსწავლეების (ქ. გურჯაანის #2 საჯარო სკოლა) შედეგები.
ჩვენი მოკრძალებული მცდელობა - სიახლე
შემოგვეტანა მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრების პროცესში, მრავალფეროვანი
აქტივობები დაგვენერგა,
ფრაზეოლოგიური ერთეულებით მდიდარი ლიტერატურა შეგვერჩია მოსწავლეებისათვის
და ღიად გვემსჯელა გამოწვევებზე ამ კუთხით, განვიხილეთ უცხო
ენების კათედრის გაერთიანებულ სხდომაზე. პედაგოგებმა გამოთქვეს
სურვილი და მზაობა აქტიურად დანერგონ ფრაზეოლოგიური ერთეულების გამოყენება პედაგოგიურ
პრაქტიკაში.
Subscribe to:
Posts (Atom)















