Friday, April 9, 2021

 

Ways to prevent the spread of Covid 19 and ways to fight it

Please, share your opinions; upload your presentations, essays, photos; give or answer the questions; write comments on this essential topic.

Feel free to comment on each other's posts. 

 პროექტი ,,კალმის მეგობრები''

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის #51 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ პროექტში ,,კალმის მეგობრები''. ინგლისურ ენაში კომპლექსური დავალების პროდუქტი  - წერილები კალმის მეგობრებისთვის, პროექტის ,,კალმის მეგობრები'' ნაწილად ვაქციეთ და გავუგზავნეთ თანატოლებს #186 საჯარო სკოლაში. მოუთმენლად ველოდებით მათგან პასუხებს. 

პროექტი ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილის წერის ტრადიციის აღდგენასა და დამკვიდრებას, წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაციას. 


Tuesday, May 21, 2019

,,ყველაფერი ინგლისური ენის სამსახურში''



   სასწავლო პროექტი ,,ყველაფერი ინგლისური ენის სამსახურში’’

       სასწავლო პროექტი ,,ყველაფერი ინგლისური ენის სამსახურში’’დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებთან, 2018-19 სასწავლო წლის მაისის თვეში.
       პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: მოსწავლეებმა უყურეს ინგლისურენოვან მულტფილმებს (ტიტრებით და ტიტრების გარეშე, გამომდინარე ენობრივი სირთულიდან); აქტიური მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები ნანახი ფილმების შესახებ; პროექტის ფარგლებში მოსწავლეები უსმენდნენ მათთვის საყვარელ მუსიკალურ ნომრებს, მაგრამ შინაარსის გაგებისა და ცოდნის პასუხისმგებლობით (ამოიწერეს, ამობეჭდეს სიმღერის ტექსტები); მოსწავლეები ასევე სოციალური ქსელებით სარგებლობისას აღმოჩენილ ენობრივ მასალას უზიარებდნენ მეგობრებს; თავს უყრიდნენ ქალაქში სხვადასხვა ობიექტებზე ინგლისურ ენაზე გაკეთებულ წარწერებს და თარგმნიდნენ მათ. პროექტის ფინალური ეტაპისთვის მოსწავლეებმა მოაგროვეს ტკბილეული ინგლისური წარწერებით და შექმნეს პლაკატი (ტექსტითა და  ტკბილეულზე გაკეთებული ინგლისურენოვანი წარწერებით).       
        პროექტის მონაწილეები მიხვდნენ, რომ ინგლისური ენის სწავლა სახელმძღვანელოებისა და სტანდარტული საგაკვეთილო პროცესის პარალელურად მრავალმხრივ შეიძლება, თუ ყოველივეს, რაც რეალურ სამყაროში გვხვდება, ,,ინგლისური ენის სამსახურში ჩავაყენებთ“.