Tuesday, April 23, 2019

''We belong to each other''


              ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა პროექტი „ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით“. პროექტში ჩართული მოსწავლეეები ონლაინ პლატფორმის დახმარებით უცხოელ თანატოლებს აწვდიდნენ ინფორმაციას ქართული კულტურის შესახებ, ეცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებს, კითხულობდნენ საგაზეთო სტატიებს კულტურის თემაზე, მუშაობდნენ პოსტერებსა და პრეზენტაციებზე.
             პროექტის ფარგლებში სკოლამ წარმატებით ითანამშრომლა მშვიდობის კორპუსთან საქართველოში. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მშვიდობის დამყარების, ტექნიკური დახმარების, ამერიკული კულტურის გაზიარების, ინგლისური ენის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, განათლების შესაძლებლობებისადმი ხელმისაწვდომობის კუთხით.  სკოლას ეწვია ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი  კოლორადოს შტატიდან - ქალბატონი ჩელსი ოუჰეა. მოსწავლეებმა მას გააცნეს ქართული წეს-ჩვეულებები და ღირსშესანიშნაობები, დაუსვეს კითხვები ამერიკული კულტურის შესახებ, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, მოსწავლეებმა უცხოელი სტუმარი ქართული სუვენირებით და ტკბილეულით დაასაჩუქრეს.
           ვიმედოვნებ, რომ ჩვენს მოსწავლეებს კიდევ არაერთხელ ექნებათ ინგლისურენოვან პედაგოგებთან შეხვედრის შესაძლებლობა ენობრივი უნარების განვითარებისა და კულტურული ღირებულებების გაზიარების მიზნით.






Wednesday, April 17, 2019


საერთაშორისო პროექტი ’’Global Scholars’’

 ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლაში წარმატებით ხორციელდება საერთაშორისო პროექტი ’’Global  Scholars’’. ’’Global  Scholars’’ არის ციფრული გაცვლითი პროგრამა 10/13 წლის მოსწავლეებისთვის. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი ბავშვები და მათი მასწავლებლები კომპიუტერებით აღჭურვილ ოთახში ატარებენ გაკვეთილებს და ელექტრონული პლატფორმის საშუალებით უკავშირდებიან პროექტის სხვა მონაწილეებს. სამუშაო ჯგუფის მიერ წინასწარ დადგენილი კურიკულუმის ფარგლებში მოსწავლეები ასრულებენ მრავალფეროვან დავალებებს: აკეთებენ პრეზენტაციებს, იღებენ ვიდეო რგოლებს, ქმნიან პოსტებს, ერთვებიან დისკუსიაში, მონაწილეობენ ვიდეო კონფერენციებში. პროექტი ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, უვითარებს მათ კრეატიულ აზროვნებას, უყალიბებს თანამედროვე ენობრივ და კომპიუტერულ  უნარებს.
     პროექტს ხელმძღვანელობს ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ კალაძე. 2019 წლის იანვრის თვეში მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუიორკში გამართულ სიმპოზიუმზე მას ქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პროექტში ჩართულ პედაგოგებს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. სამუშაო შეხვედრაზე მოხდა შეხედულებების, გამოცდილების, სამოქმედო გეგმების, მიღწევებისა და გამოწვევების გაზიარება. 
    თამარ კალაძემ კოლეგებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლაში განხორციელებული პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. ორგანიზაცია ’’Global Cities” დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა - ქალბატონმა მერჯორი ტაივენმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, რათა ადგილზე გაეცნოს პროექტის მიმდინარეობას. ასევე დაიგეგმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრების მომზადება და განხორციელება საქართველოს სხვადასხვა სკოლებში პროექტის პოპულარიზაციის მიზნით. სამუშაო შეხვედრებს უხელმძღვანელებს  თამარ კალაძე.

.